weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

რუსეთი სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვრის გადმოწევას აბსურდულ პრეტენზიას უწოდებს

12:05 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბსურდულს უწოდებს ქართული მხარის ინფორმაციას, რომ რუსმა ოკუპანტებმა .. საზღვარი გადმოწიეს და გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში .. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი დადგეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს „საინფორმაციო პროვოკაციამ“ 7 ივლისს, პრაღაში, გრეგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძეს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინა პერიოდი დაჩრდილა.

„ასეთ შემთხვევების დროს დამზადებული „პროპაგანდისტული სატყუარები“ ერთმანეთს ძალიან ჰგავს. თბილისში კიდევ ერთხელ გაისმა განცხადებები, რომ თითქოს სამხრეთ ოსეთის მხარე თავის სასაზღვრო ნიშნებს საქართველოს ტერიტორიაზე დგამს. ეჭვი არ გვეპარება, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ამ საკითხის განხილვა, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, დამაჯერებლად აჩვენებს ამ აბსურდული პრეტენზიების სიცრუეს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების მოწინააღმდეგეებს არ გამოუვათ, ხელი შეუშალონ პრაღაში შეხვედრის კონსტრუქციულად ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრეგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე ვაჭრობის, ტრანსპორტის და ჰუმანიტარული კონტაქტების საკითხებზე იმსჯელებენ.

2 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი განათავსეს, რის გამოც ადგილობრივების მიწის ნაკვეთები საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]